უცხოეთი
ალექსანდრე ლუკაშენკო - რომან პროტასევიჩის საქმეზე გამოძიება ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარდება

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. მინსკში დაკავებული ბელარუსის მოქალაქე რომან პროტასევიჩისა და რუსი სოფია საპეგას საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარდება, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„ორივე პირის საქმეზე გამოძიება ბელარუსში ჩატარდება. ამის შეცვლა შეუძლებელია. მე ეს ვუთხარი რუსეთის პრეზიდენტს", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ბელარუსის მხარე რუსეთს ეჭვმიტანილის შესახებ არა მხოლოდ ინფორმაციას აწვდის, არამედ სურვილის შემთხვევაში, მასთან შეხვედრის საშუალებასაც მისცემს.

„მე ვფიქრობ, რომ ისინი არ არიან განაწყენებული, ჩვენ არა მხოლოდ ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას, არამედ მათ საშუალებას ვაძლევთ შეხვდნენ ეჭვმიტანილს, თუ მათ ეს სურთ,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, პროტასევიჩისა და საპეგას დაკავების საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან სოჭში გამართული შეხვედრის დროს განიხილეს.

interpressnews.ge