საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. ნატო სახავს გეგმებს, რომლებმაც შესაძლოა, ავნოს რუსეთს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ალიანსის მოუნდომებლობა, შეასრულოს აღებული ვალდებულებები.
„უკვე უბრალოდ კი არ აიგნორებენ, ხოლო როდესაც ვთავაზობთ ხელახლა დაადასტურონ, რაც უკვე ითქვა - მაგალითად, უსაფრთხოების პრინციპი - რომ ევროატლანტიკურ ალიანსში არავინ უნდა გაამყაროს თავისი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ზიანის ხარჯზე, ისინი გაურბიან ამ პრინციპს და ეშინიათ მისი დადასტურების. დასკვნა ძალიან მარტივია. გამოდის, მათ აქვთ გარკვეული ბოროტი ზრახვები რუსეთთან მიმართებაში. მინდა რომ ვცდებოდე“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
კერძოდ, მისი თქმით, ალიანსის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება - ეს არის ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც ბრიუსელმა საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ არაერთხელ დაარღვია.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის განაახლოს კონტაქტები რუსეთი-ნატოს საბჭოს ფარგლებში.
interpressnews.ge