საზოგადოება
გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილს დღეს არც ვაქებ და არც ვაძაგებ

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ, ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ განმარტა, ბიძინა ივანიშვილზე „ჭორაობა“ არასწორი ჰგონია.

„ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა და რომელთან ერთადაც, მე ბოლო 7 წლის განმავლობაში ვმუშაობდი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ყველა ის წარმატება და წარუმატებლობა, რაშიც მონაწილეობა მიმიღია, მათ შორის, ჩემი პასუხისმგებლობაა, მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ, ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ, როცა ჩვენი ქვეყნის მომავალზე იქნება საუბარი, მე რაიმე კომპლექსი, ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო. ასეთი არ იქნება და ამის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს. მე მესმის, რამდენ ადამიანს უნდა აქ მოსმენა ჭორაობების, მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ვთვლი, ეს არ არის სწორი, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ადამიანმა თქვა, მე რაც შევძელი გავაკეთე და აღარ ვარ ამ პროცესის მონაწილეო“, - განაცხადა გახარიამ.