საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.

საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით, პარტიის გადაწყვეტილება საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააცნო.

„ყველგან ექნება ბიძინა ივანიშვილს ბრძოლა, რადგან წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს და დამარცხდეს ქართველი ხალხის სახელით. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მე ბევრი რეგიონი შემოვიარე და დავრწმუნდი, რომ საზოგადოება ელოდება გამარჯვებას, პერსპექტივის დაბრუნებას, იმედის გაღვივებას. ეს ყველაფერი არის ჩვენზე, პოლიტიკოსებზე დამოკიდებული. სულ რამდენიმე თვე დარჩა და ამ რამდენიმე თვეში უნდა შემოვიაროთ მთელი თბილისი, საქართველო, და მოვიპოვოთ გამარჯვება, დავამარცხოთ ოლიგარქი ივანიშვილი და შვება მოვგვაროთ მოქალაქეებს“, – განაცხადა მელიამ.

ამასთან, პარლამენტში შესვლის მიუხედავად, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.