საზოგადოება
საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. „თბილისი ენერჯის“ აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 7, 834 თეთრით მეტს გადაიხდიან.
სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებს 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972-ის გადახდა მოუწევთ დღგ-ს ჩათვლით.
ახალი ტარიფი პირველი ივნისიდან ამოქმედდება და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ განცხადება გაავრცელა. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის.