საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. რა თქმა უნდა, გიორგი გახარიას ამნისტია არ სჭირდება, წერტილი! - ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება არ მოხდება, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„ზოგადად, ამნისტია რომ პოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ეს თავიდანვე დავაფიქსირეთ, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ერთ - ერთი საშუალება, რომ ქვეყანა გამოსულიყო პოლიტიკური კრიზისიდან. მთავარი, რის გამოც, ამნისტიის საკითხი ჩაიდო დოკუმენტში, იყო შეთანხმება. შეთანხმება ნიშნავს მხარეთა შორის კონსენსუსს, ახლა რაც ხდება ეს არ არის შეთანხმება, ყველას თავისი ვარიანტი აქვს. ამ ქაოსში მონაწილეობას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.