პოლიტიკა
რუსეთის თანამემამულეთა კავშირი „ოტჩიზნა“ საქართველოში გამარჯვების დღეს, 9 მაისს აღნიშნავს

otchiznaრუსეთის თანამემამულეთა კავშირმა „ოტჩიზნამ“ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღის – 9 მაისის, აღსანიშნავად რიგი ღონისძიებებისა დაგეგმა, – იუწყება „ნოვოსტი-გრუზიას“ კავშირის ხელმძღვანელი ვალერი სვარჩუკი. კავშირის მეთაურის თქმით, 7 მაისს დიდი სამამულო ომის ვეტერანები და კავშირის წარმომადგენლები კახეთში ჩასვლასა და გვირგვინებითა და ყვავილებით გამარჯვების ძეგლების შემკობას აპირებენ.

კერძოდ, დელეგაცია ეწვევა პატარძეულს, სადაც ყვავილებით შეამკობს გერმანელ დამპყრობლებთან ომში დაღუპულთა კომპლექსს; გურჯაანს, სადაც გვირგვინებს მიიტანს ჯარისკაცის მამის ძეგლთან; და სოფელ მარშანიას, სადაც დელეგაცია დიდებისა და ფიროსმანის მუზეუმებს ეწვევა. 9 მაისს საქართველოს ყველა ქალაქში კავშირის ფილიალებისა და განყოფილებების წარმომადგენლები გვირგვინებით შეამკობენ უცნობი ჯარისკაცის საფლავებს. ასევე, რუსეთის თანამემამულეთა კავშირის დახმარებით, საქართველოში გაიმართება აქცია „გიორგიევსკის ლენტი“. ტრადიციისამებრ, თბილისში გვირგვინებსა და ყვავილებს ვაკის ცენტრალურ პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მიიტანენ. იქ მრავალი წლის განმავლობაში 9 მაისს მუდამ იკრიბებიან ვეტერანები, მათი ახლობლები, ოჯახის წევრები, ქვეყნის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწენი.

კავშირის მონაწილეობით 12 მაისს თბილისში დაგეგმილია გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი დუმბაძის სახელობის ცენტრში.