უცხოეთი
უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. უკრაინა ბელარუსთან ფრენებს აჩერებს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა დღეს განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა 26 მაისის 00:00 საათიდან შეწყდება.

„Ryanair– ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დარღვევაა. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ფრენების და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ”, - განაცხადა შმიგალმა.

interpressnews.ge