საზოგადოება
9 მაისი – გამარჯვების დღე

saz_topსაინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ვეტერანებს, ძვირფას ბებიებსა და ბაბუებს, ომის მონაწილეებსა და ზურგში მშრომელებს ულოცავს 9 მაისის დიად დღესასწაულს – გამარჯვების დღეს!

9 მაისი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, საუცხოო და ამაღელვებელი დღესასწაულია. ამ დღეს, ალბათ, ყოველ ქალაქში მარადიულ ცეცხლთან იკრიბებიან, ყვავილებით ამკობენ, იხსენებენ ჩვენს გმირ დამცველებს, რათა წუთიერი დუმილით კვლავ უთხრან მათ მადლობა! მადლობა ჩვენი მშვიდობიანი ცხოვრებისათვის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, მათი ბედნიერებისათვის. მადლობა თქვენ, თაყვანისცემა და მარადიული ხსოვნა...