პოლიტიკა
კარლ ჰარცელი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

როგორც ელჩმა განაცხადა, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია.

„მხარეებს მე მოვუწოდებ დიალოგის დაწყებისკენ, პლატფორმის შექმნისკენ, სადაც ყველა მონაწილე იქნება ჩართული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა და სოლიდური შეფასება, თუ რა დევს სასწორზე. ასევე, მივესალმები ენერგოუსაფრთხოების საბჭოს მდივნის ჩართულობას, რაც ვფიქრობ, ორივე მხარის მიერ პოზიტიურად იქნა აღქმული. იმედი მაქვს, რომ ეს სასარგებლო იქნება პროცესის კარგი მიმართულებით წინ წაწევისკენ“, – განაცხადა ჰარცელმა.

ცნობისთვის, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგები აქციას მესამე დღეა თბილისში მართავენ.