უცხოეთი
საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კოვიდ -19-ს 15 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 221 880 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს დღემდე 4 386 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 210 835-ია.
interpressnews.ge