უცხოეთი
საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 8 709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 992 554-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 386 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 118 125-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში ვირუსისგან დღემდე 4.6 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა.
კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ მსოფლიოში მე-6 ადგილზეა.
interpressnews.ge