უცხოეთი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერაციული შტაბი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათსი ქვეყანაში კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსული 332 235 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სულ 4 851 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა 846 519-მა ადამიანმა მიიღო.

interpressnews.ge