პოლიტიკა
სააკაშვილს საქართველოში ჩამოსათრევად ამზადებენ! - არნო ხიდირბეგიშვილი

    17 მაისსჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად კიევში ხელი მოაწერა სააკაშვილის მიერ შედგენილ მემორანდუმსასოცირებული ტრიოს შექმნის შესახებუკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით“, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის — საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის — ბუნებრივი კავშირის ნაცვლად, შეიქმნა ანტირუსული ღერძი საქართველო-უკრაინა-მოლდოვა სააკაშვილის მეთაურობით.

რატომ სააკაშვილის? იმიტომ, რომ სააკაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია, ზელენსკისა და სანდუსგან განსხვავებით; სააკაშვილი ცნობილი და მიღებულია დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-ში, მეგობრობს ამერიკის ყველა პრეზიდენტთან, კლინტონიდან მოყოლებული; სააკაშვილი არის ფაქტორი, რომელიც აერთიანებს საქართველოსა და უკრაინას: სკოლა თბილისში დაამთავრა, უნივერსიტეტი — კიევში, მოახდინა „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში, „ევრომაიდანი“ — უკრაინაში, იყო მინისტრი და პრეზიდენტი საქართველოში, პრეზიდენტის მრჩეველი და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე უკრაინაში, სადაც დღეს რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია. სააკაშვილი იყო საქართველოს მოქალაქე, ახლა ის უკრაინის მოქალაქეა; იცის ქართული და უკრაინული ენები, სააკაშვილი არის ქართველიც და უკრაინელიც და მეორე ასეთი კანდიდატი, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შიგნიდან იცნობს, არ არსებობს!    

   და, რაც მთავარია, სწორედ სააკაშვილი გახლავთასოცირებული ტრიოსშექმნის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის ინიციატორი. მისი ჩანაფიქრით, თუ უწინ რუსეთს ყირიმისა და დონბასის გამო სანქციებით სჯიდნენ, ხოლო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სრულებით არავის ახსოვდა, სააკაშვილმა განზრახ გააერთიანა პატარა საქართველო დიდ უკრაინასთან ერთ პაკეტში, რითიც გაზარდა თავისი ისტორიული სამშობლოს მნიშვნელობა. ახლა, უკრაინისადმი ინტერესის გამო, დასავლეთი იძულებული იქნება, სარგებელი გაუნაწილოს საქართველოსაც, საჯაროდ ლანძღოს რუსეთი არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ოკუპაციისთვისაც, ნატოსა და ევროკავშირში მიიღოს ან ორივე, ან — არცერთი! სააკაშვილმა გაუთანაბრა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ყირიმსა და დონბასს, რათა აიძულოს რუსეთი, კომპლექსურად შეხედოს ამ პრობლემებსგადაწყვიტოს, ანუ დააბრუნოს ან ყველაფერი, ანარაფერი, რათა თავიდან აიცილოს ბრალდებები ორმაგ სტანდარტებში.

   და რა შუაშია აქ სუვერენული მოლდოვა, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, ნეიტრალური ქვეყანაა? ფაქტია, რომ დასავლური პროექტები ყოველთვის პრიმიტიულად, თუმცა, მასშტაბურად იგეგმება: უკრაინაში — პოროშენკოს ჩანაცვლება ზელენსკით იმის გამო, რომ პირველმა გააძევა სააკაშვილი და ჩამოართვა მას უკრაინის მოქალაქეობა (შესრულებულია); მოლდოვაში — პრორუსი დოდონის შეცვლა სანდუთი (შესრულებულია); ბელარუსში — არასაიმედო ლუკაშენკოს ტიხანოვსკაიათი შეცვლა (შესრულების პროცესშია); საქართველოში — არასაიმედო ივანიშვილის შეცვლა ნაცადი სააკაშვილით (ნახევრად შესრულებულია — ივანიშვილი მოიცილეს, დარჩა სააკაშვილის დაბრუნება).

დასავლეთს მობეზრდა, რომ საქართველოში ვერავის ელაპარაკებაოფიციალურად ივანიშვილსა და სააკაშვილს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან არანაირი კავშირი არა აქვთ. ყველა სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და ნაცმოძრაობის ფორმალური თავმჯდომარე მელია, ასევე პრემიერი, პრეზიდენტი და „ქართული ოცნების“ ფორმალური თავმჯდომარე კობახიძე — მაგიდის ჰოკეის ფიგურები არიან, რომლითაც ივანიშვილი და სააკაშვილი თამაშობენ იმ განსხვავებით, რომ პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლის შემდეგ ხელისუფლებაში აღარავინ დარჩა, ვისაც ხალხთან საუბარი შეუძლია, ოპოზიციაში კი პირიქით, მისი ლიდერები მიკროფონს ერთმანეთს ხელიდან სტაცებენ! ივანიშვილმა პირობა დადო, რომ არ დაბრუნდება, სააკაშვილი კი მოცოცავს და, სანამ სიცარიელე სუფევს, ტახტი თავისუფალია! ევროსაბჭოს პრეზიდენტის შუამავლობამაც კი ვერ მოაგვარა პოლიტიკური კრიზისი და მას შემდეგ, რაც მიშელის შეთანხმებამ კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა გამოიწვია, სააკაშვილის ჩამოთრევის დაჩქარება გადაწყდა.

   არადა, ხომ კარგად გვახსოვს: მძიმე დანაშაულებში ბრალდებული სააკაშვილი იძებნება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და თუმცა, ამ ქვეყნის მოქალაქე აღარაა, უკრაინას ეკრძალება მისი არათუ საქართველოსთვის გადმოცემა, არამედ ოდნავი წყენინებაც კი! ცხადია, მხოლოდ დასავლეთს გაუჭირდებოდა მისთვის ხელშეუხებლობის ასეთი გარანტიების მიცემა. ასე რომ, იქნებ საქართველოში მისი ჩამოთრევით სწორედ ის რუსეთია დაინტერესებული, რომელსაც დიდი ხანია, სურს, ჩამოიცილოს აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის მუქთამჭამელი რეჟიმები? არადა, აქაური ხელისუფლების ერთი ნაწილი, ვგონებ, ხონჩით მორთმეულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზეც კი იტყვის უარს, იმდენად აკანკალებს სიტყვარუსეთისხსენებაზე, ხოლო ამავე ხელისუფლების მეორე ნაწილი არ მიდის კრემლთან მოლაპარაკებებზე იმ უბრალო მიზეზით, რომ საკუთრივ სააკაშვილზე მუშაობს!!!

   აი, რატომ შეიძლება სჭირდებოდეს პუტინს საქართველოს ტერიტორიების მოსაშორებლად ისეთი უპრინციპო ავანტიურისტი, როგორიც სააკაშვილია. დიახ, სწორედ სააკაშვილი მოაწერს უყოყმანოდ ხელს ყველა ტიპის მიღება-ჩაბარების აქტს, რითიც შეიძლება საქართველოს ეროვნულ გმირადაც კი აქციონ! არის სხვა მიზეზებიც, რომელთა გამოც რუსეთი უყოყმანოდ მიენდობა სააკაშვილს — თუნდაც პაპამისის თანამშრომლობა „ენკავედესთან“ ან ბიძამისის მჭიდრო კავშირები კაგებეთის ციტადელთან.

   რატომ არავინ ინტერესდება იმით, რომ თემურ ალასანია არასოდეს მოუხსენიებიათ რუსეთში, როგორც მოღალატე? მისი სახელის უარყოფით კონტექსტში გაჟღერებისაგან თავს იკავებს არათუ რუსული პრესა, არამედ პუტინის საგარეო უწყება და უშიშროების ფედერალური სამსახური! სამაგიეროდ, ყველა ბრუნვაში იხმარეს თემურ ალასანიას კოლეგებისკალუგინის, გორდიენკოსა თუ სკრიპალის სახელები. უფრო მეტიც, ალასანია არც პოლონიუმით მოუწამლავთ ლიტვინენკოს დარადიქნებ იმიტომ, რომ, როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის თანამშრომელი, ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც სპეცმისიით არის მიბმული?!  

   რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვის გაფრენ-გამოფრენებიც გეხსომებათ „ვარდების რევოლუციის“ დღეებში და ხანდაზმული ვაშაძის იმპერიული ტიტულებიც; არც ნინო ბურჯანაძის დავიწყება ეგების, რომელიც სააკაშვილის დავალებით არაერთხელ ეახლა პუტინს. ცხადია, კრემლმიდრეკილ ოპოზიციურ ხურდაზე — ნატო ჩხეიძეზე, ირაკლი ოქრუაშვილსა და ლიაკა ხოშტარიაზე აღარაფერს ვიტყვი და არც გიგა ბოკერიასა და გიგი წერეთლის აშკარა თუ ფარულ კრემლოფილიას შევეხები.

   საინტერესოა, რატომ არ განიკითხავენ მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი სააკაშვილს, როგორც სამხედრო დამნაშავესა და მკვლელს?! აკი, ფიცს დებდნენ ოსები — 2008 წელს მის მიერ გაჩაღებულ ომში ჩვენი ოჯახების ამოწყვეტისათვის სისხლს ავიღებთო?! რატომღაც ჩეჩნებიც დაცხრნენ და ერთბაშად დაივიწყეს ლაფანყურის ოპერაციის დროს სააკაშვილის მეცადინეობით ამოწყვეტილი მათი მებრძოლები. რატომ არ იძია სააკაშვილზე შური პუტინის უერთგულესმა კადიროვმა, თუნდაც სიტყვალილიპუტინისუაპელაციო ხმარებისა გამო? იქნებ იმიტომ, რომ მიშტლერს სწორედ რუსეთის სპეცსამსახურები იცავენ? იქნებ არც ის ფაქტი უნდა მივცეთ დავიწყებას, რომ ზელენსკისაც კი უკრაინის პრეზიდენტად გახდომისთანავე პუტინის მხრიდან მითითება მიეცა, სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობა დაებრუნებინა? რუსეთში დუმან, რომ პატარკაციშვილი სწორედ მაშინ მოკლეს, როდესაც საქართველოს თავკაცის პოსტზე სააკაშვილის კონკურენტად გამოიკვეთა, ამასთან, მოკლეს დიდ ბრიტანეთში, სადაც ტრადიციულად სწორედ რუსული სპეცსამსახურები ახორციელებენ არასასურველ პირთა ლიკვიდაციას!

სააკაშვილი წარმატებით გაისარჯა საქართველოსათვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსაწყვეტად, ამერიკისა და ნატოს მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების აკრძალვაც არაფრად მიიჩნია, ხოლო ვეებერთელა უკრაინას რუსეთის სასარგებლოდ ყირიმი და დონბასიც წარსტაცა! და, მიუხედავად ამ ყველაფრისა, იგი დაუსჯელი დარჩა, სამაგიეროდ, ჩრდილოელ მეზობელს საქართველოს სტრატეგიული პუნქტები და ეკონომიკური ბერკეტები უფეშქაშა. ნუთუ არ გვაძლევს ყოველივე ეს იმაზე დაფიქრების საფუძველს, რომ რუსეთის უმაღლეს ეშელონებში მიხეილ ნიკოლაევიჩად პატივდებული სააკაშვილი სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლად მაინც მოვიაზროთ, რომელიც პოლიტიკაში კონკრეტული მისიით არის შემოგდებული?!

   დღეს კიევში საქართველოს ალტერნატიული მთავრობა ყალიბდება და, როგორც ჩანს, თბილისი უკვე შეეგუა ამას. „ქართული ოცნების“ პარლამენტარებისა და მინისტრების უმრავლესობა მილიონერია, რომლებიც დიდი ხანია, ოცნებობენ პასუხისმგებლობის ტვირთის მოხსნაზე და ოპოზიციურ ჰამაკში ან საზღვარგარეთ დასვენებაზე. ამიტომაც ბევრი ხელისუფალი, იგივე ზალკალიანი, მაქსიმალურად აჩქარებს სააკაშვილის ჩამოთრევას. სწორედ ამიტომ 17 მაისს — ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს — „ასოცირებული ტრიოს“ დაარსების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის პარალელურად, კიევში სააკაშვილის გამოძახებით ჩავიდნენ მომავალი მთავრობის წევრები — ზემოხსენებული მელია, მისი ორი მეურვე — ხერხეულიძე და მინაშვილი და პარტიის ორი სპონსორი — მილიარდერები ნაყოფია და ოქრიაშვილი. სწორედ ამიტომ ნიკანორ მელია, რომელიც სააკაშვილის ნდობით არ სარგებლობს, გაუსვლელობის შესახებ ხელწერილის გარეშე გაათავისუფლეს ციხიდან, სამაგიეროდ, მოსამართლეები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, თავიანთ სავარძლებში დარჩებიან ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც!

   საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, სააკაშვილი კვლავ გააუქმებს ტექდათვალიერებას და ვიდეოჯარიმებს, გააუქმებს კომენდანტის საათს და უწინ გამოწერილ ჯარიმებს მისი დარღვევისთვის, მოახდენს ველოსიპედის ზოლებისა და ფასიანი პარკინგ-ზონების ლიკვიდაციას, დააბრუნებს უწინდელ აქციზებს, მათ შორის, მანქანების განბაჟებაზე, შეამცირებს ბენზინის ფასებს, გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფებს, დაწევს დოლარის კურსს, მაშასადამეფასებს სურსათსა და მედიკამენტებზე, რითიც მოიპოვებს მოსახლეობის 99-პროცენტიან მხარდაჭერას. საკომპენსაციოდ სააკაშვილი ისევე, როგორც 2004 წელს, გამოიყენებსქართული ოცნების“ 9-წლიანი მმართველობისას გაქსუებული, ხელგასვრილი ქართველი მილიონერების, ბიუჯეტის ქურდებისა და კორუფციონერების ამოუწურავ რესურსს. ოღონდ ამჯერად ბიზნესმენები და ბანკირები არ დაელოდებიან ექსპროპრიაციას და კისრისტეხით თავადვე მიარბენინებენ გამოსასყიდს!

ამ პროცესს მერე გინდა, სააკაშვილის ჩამოთრევა დაარქვით, გინდა — ჩამობრძანება!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 24 მაისი
საქართველო, თბილისი