საზოგადოება
საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. აზერბაიჯანში კორონავირუსის რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის გამოყენება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ TASS-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ვაქცინის მიღება 18 წელს ზემოთ მყოფი ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში ვაქცინაცია 18 იანვარს დაიწყო და ის ნებაყოფლობითია. აქამდე ქვეყანაში მოსახლეობის აცრა CoronaVac-ით და AstraZeneca-თი მიმდინარეობდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში ვირუსის 330,269 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4,792-ს შეადგენს.
წყარო: itv.ge