სამართალი
უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლაშა ჯაჭვლიანი დააკავეს

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე კრიმინალური „ავტორიტეტი“, მათ შორის, ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლაშა ჯაჭვლიანი („ლაშა სვანი“) დააკავეს.

46 წლის ლაშა ჯაჭვლიანის დაკავების სპეცოპერაცია უკრაინის ერთ-ერთ სასტუმროში ჩატარდა.

„ეს პირები ქმნიდნენ კრიმინალურ დაჯგუფებებს და სახელმწიფოში თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით აკონტროლებდნენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს, აქეზებდნენ მათ ახალ დანაშაულებებზე და ქმნიდნენ დამატებით საფრთხეს მოქალაქეებისთვის”, – ნათქვამია უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯაჭვლიანთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „უმკა“. აღნიშნული პირები კრიმინალებს ერთდროულად რამდენიმე რეგიონში – დნეპროპეტროვსკში, ოდესაში, ნიკოლაევში, ზაპოროჟიესა და დასავლეთის რეგიონის ნაწილში აკონტროლებდნენ.