საზოგადოება
ამის შესახებ „ლეიბორისტების“ პოლიტიკურმა მდივანმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მომავალში ქართული მიწები გასხვისებისგან კანონმა უნდა დაიცვას.
„ჩვენი წინაპრების მიერ ბრძოლითა და შრომით დაცულ და შენარჩუნებულ ქართულ მიწებს სააკაშვილი, როგორც მიკირტუმა დახლიდარი, ისე ყიდის ბურებზე, ჩინელებზე, ინდოელებზე, არაბებზე და სხვა უცხოელებზე ნაწილ-ნაწილ და ერთიანად, რაც გლეხკაცს უმიწაწყლოდ დარჩენასა და სიღატაკეს უქადის, ხოლო ჩვენს სოფელს – გადაშენებას. ასეთი ანტიეროვნული პოლიტიკა ქვეყანას – მონურ კოლონიად, ხოლო ჩვენს მოქალაქეებს მოჯამაგირეებად გადააქცევს. ქართული მიწების დაცვის მიზნით ჩვენ შევიმუშავეთ და პარლამენტს წარვუდგენთ კანონპროექტს, რომელიც კატეგორიულად კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებას, ხოლო უკვე გაჩუქებულ მიწებს უკან დააბრუნებს“, – განაცხადა გუგავამ, რომელიც დარწმუნებულია, რომ „აღნიშნულ კანონს უკვე სხვა პრეზიდენტი მოაწერს ხელს“.