პოლიტიკა
მოლდოვას ექს–პრეზიდენტი საქართველოსა და უკრაინასთან კავშირს ეწინააღმდეგება

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. მოლდოვას ყოფილმა პრეზიდენტმა, სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ თანამშრომლობის მემორანდუმი ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. პოლიტიკოსის თქმით, ის შეეცდება კიშინიოვი ამ შეთანხმებიდან გამოიყვანოს. ”ეს ძალიან საშიში დოკუმენტი. ს უნდა გაუქმდეს, გაუგებარი ბლოკებიდან გამოსასვლელად. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია”, - განაცხადა დოდონმა ტელეარხ „NTV- მოლდოვა“–სთან ინტერვიუში.

ცხადია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სარტყელი იქმნება. რა კავშირი აქვს მოლდოვას მთელ ამ თამაშთან? გასაგებია, რომ უკრაინამ და საქართველომ ნატოში შესვლის შესახებ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ სად მიძვრება მოლდოვა?”

ამასთან, მოლდაველი სოციალისტების ლიდერმა დააკონკრეტა, რომ იგი მხარს უჭერს მემორანდუმის იმ ნაწილს, რომელიც რეგიონალური თანამშრომლობის გააქტიურებას ეხება. მაგრამ ის ეწინააღმდეგება ერთობლივ მოქმედებებს უსაფრთხოების სფეროში. კერძოდ, დოკუმენტში საუბარია თანამშრომლობის გაფართოებაზე "თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებული გეზით ჰიბრიდული საფრთხეების დაძლევისკენ". თუმცაღა დოდონმა აღნიშნა ნეიტრალიტეტის სტატუსი, რომელიც დაფიქსირებულია მოლდოვას კონსტიტუციაში.