საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 302 პაციენტი

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 302 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 209 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 186, „პისიარ“ ტესტით – 18 023.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,11%, ბოლო 14 დღის – 4,58%, ბოლო შვიდი დღის – 3,81%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 333 601 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 313 651 გამოჯანმრთელდა, 4 519 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 97 153 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 819.

კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 243 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 669 პირი.

ამასთან, 18 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 490 პაციენტი.