უცხოეთი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 20 მაისს ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებს ესტუმრება

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი 20 მაისს ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებს ესტუმრება.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მაასი შეხვდება ისრაელის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს.

ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები ისრაელის პრეზიდენტთან. პალესტინის ქალაქ რამალაში ჰეიკო მაასი პალესტინის პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

„პოლიტიკური მოლაპარაკებები ორიენტირებული იქნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციაზე და ძალადობის დასრულების მიმართულებით საერთაშორისო ძალისხმევაზე“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში იმავე დღეს დაბრუნდება.

interpressnews.ge