პოლიტიკა
ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

როგორც ცნობილია, მელია შეხვედრების გასამართად პარტიის წევრებთან ერთად კიევში ორი დღის წინ გაფრინდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში წავიდნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ექსპრეზიდენტთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.