პოლიტიკა
ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობას უხდის

 ​საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მხარდაჭერისთვის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს მადლობას უხდის.

„მადლობა ისრაელის გვერდით მტკიცედ დგომისა და ჩვენი უფლების მხარდაჭერისთვის, თავი დავიცვათ ტერორისტული თავდასხმებისგან“, – წერს ნეთანიაჰუ „ტვიტერში“.