საზოგადოება
ბათუმის ბულვარს ცათამბჯენისთვის ჩეხავენ
xeebiროგორც საქინფორმს ბათუმის მკვიდრმა კობა თურმანიძემ აცნობა, ბათუმში,Pპარკის ცენტრალური შესასვლელიდან დაახლოებით 20 მეტრში, ღამღამობით საუკუნოვან ხეებს ჩეხავენ. თვით ბათუმელ მოსახლეობას ეს ფაქტი ძალიან აღელვებს, ქალაქის გამგეობაში კი ამის თაობაზე არ საუბრობენ. „როგორც ვიცი, ამ ტერიტორიაზე 35-სართულიანი მრავალფუნქციური ცათამბჯენის აშენებას აპირებენ. ამბობენ, რომ მშენებლობისთვის გამოყოფილია 4500კვ მ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძველი ბულვარი ჩაიკეტება და დარჩება სააკაშვილის მიერ გაგრძელებული 3-კილომეტრიანი ბილიკი გამწვანების გარეშე“, – აღნიშნა თურმანიძემ.