გამართლდა ანალიტიკოსების პროგნოზი ლარის გამყარების პროცესის მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ბოლო ორი დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში 1-1,5 პუნქტით გაუფასურდა და 1.69 ნიშნულზე დაბალანსდა. თუმცა, მოსალოდნელია თუ არა ლარის კიდევ უფრო გაუფასურება, ამის პროგნოზირება ექსპერტებს უჭირთ, რადგან ეს პროცესი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორსა და ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე.
წლის დასაწყისიდან ლარის გამყარების ტენდენცია სწორედ ეროვნული ბანკის მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ განაპირობა, რაც ინფლაციის შეჩერების მიზნით ხორციელდებოდა. ახლაც მეტწილად ეროვნული ბანკის ქმედებებზეა დამოკიდებული, განაგრძობს თუ არა ლარი გაუფასურებას. ამის შესახებ საქინფორმს ეკონომიკურ საკითხთა ანალიტიკოსი დავით ნარმანია ესაუბრა.