საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო.

სომხეთის რეპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური, დელეგაციის წევრებთან ერთად, მემორიალურ კომპლექს „წიწერნაკაბერდში” იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო.