საზოგადოება
2021 წლის აპრილში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 140.4 პროცენტით გაიზარდა

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. 2021 წლის აპრილში საქართველოში 82 519 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 140.4 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 48 455 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 33 188, საზღვაო გზით – 639 და სარკინიგზო გზით – 237.

რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2021 წლის აპრილში განხორციელდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესენია: თურქეთი – 21 106 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 48.4 პროცენტი; ისრაელი – 10 098 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 13 925.0 პროცენტი; რუსეთი – 8 518 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 125.5 პროცენტი; სომხეთი – 8 331 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 3.9 პროცენტი; საქართველო (არარეზიდენტი) – 8 253 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 440.8 პროცენტი; უკრაინა – 5 922 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 403.6 პროცენტი; აზერბაიჯანი – 5 287 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 107.3 პროცენტი; უზბეკეთი – 2 711 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 292.9 პროცენტი; ყაზახეთი – 1 639 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 284.7პროცენტი; ბელარუსი – 1 463 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 77.1 პროცენტი; ირანი – 1 024 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 611.1 პროცენტი; გერმანია – 657 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1584.6 პროცენტი; აშშ – 650 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 4 233.3 პროცენტი; ინდოეთი – 553 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 55 200.0 პროცენტი; გაერთიანებული სამეფო – 490 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით 988.9 პროცენტი.