პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „პოლიციის რეფორმა ჩვენი გარდაქმნისა და ახალი სახელმწიფოს შექმნის სიმბოლოა“

mishmakaსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ბულვარში მიმდინარე პოლიციის აღლუმზე პოლიციელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაწყებული „პოლიციის რეფორმა საქართველოში განხორციელებული ყველა რეფორმის მშობელი იყო“.

„ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო, პატივცემულო სტუმრებო, დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა. საქართველოს ძალიან ბევრი ხალხი შენატრის ჩვენ გარშემო. ღვთისგან მიტოვებულ პოსტსაბჭოთა სივრცეზე თანამედროვე სახელმწიფოს მყარი საფუძვლის შექმნა, პირველ რიგში, სწორედ თქვენი დამსახურებაა. პოლიციის რეფორმა იყო პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენ გავატარეთ; იყო მშობელი ყველა სხვა რეფორმის და ჯერჯერობით სიმბოლო ჩვენი გარდაქმნის და ახალი სახელმწიფოს შექმნის. განსხვავება წინა პოლიციასა და ახლანდელს შორის არის არა მხოლოდ ფორმები ან შეიარაღება, ან, თუნდაც, ხელფასი; მთავარი განსხვავება არის ის, რომ წინა პოლიცია იყო კორუმპირებული, დღევანდელი პოლიცია კი მთლიანად თავისუფალია კორუფციისგან. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულებს – გიორგობას, აჭარის გათავისუფლების დღეს და პოლიციის დღეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.