უცხოეთი
ალიევმა და ლავროვმა სამხრეთ კავკასიის განბლოკვაზე იმსჯელეს

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. "რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე-პრემიერიებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში რეგულარულად განიხილება პრაქტიკული ასპექტები სამხრეთ კავკასიის ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ,” - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა.

”ეჭვგარეშეა, რომ ეს არის პოტენციურად ძალიან სერიოზული სატრანსპორტო კვანძი. აქ უმნიშვნელოვანესია სამხრეთ კავკასიის ყველა სახელმწიფოსა და მათი მეზობლების ინტერესთა ბალანსის მიღწევა. მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ლოგისტიკური რეგიონული ჩარჩოს ჩამოყალიბება. შეგვიძლია გავაერთიანოთ, შევაჯეროთ, ჩვენი პოზიციები და გავაძლიეროთ კავკასიის როლი თანამედროვე, გლობალურ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჯაჭვში ”, - ამბობს ლავროვი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ბაქოში უმასპინძლა. ლავროვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გუშინ ჩავიდა. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანულმა და რუსულმა მხარემ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

report.ge