საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ვაქცინა მან ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.

მეუფე დიმიტრის თქმით, თავს კარგად გრძნობს და აცხადებს, რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

„სინოდის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ასეც არის სხვადასხვა ქვეყანაშიც. ყოველდღიურად როცა განიცდი ამდენი ადამიანის, მეგობრის, ახლობლის დაღუპვას, როდესაც ეს იცი, ერთადერთი გზაა პანდემიის დამარცხების. ყოველდღიურად უფალს ვევედრები, გვიხსნას სიკვდილისგან, ზედმეტი ფიქრისთვის დრო აღარ არის. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით, რომ ექიმებს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.