აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტის თარიღი ცნობილი გახდა

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 12 მაისს გაიმართება, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და სამინისტროს პროტოკოლის სამსახურს ვიზიტის მომზადება დაევალა. თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს საპატიო ყარაულის ასეულს პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, ხოლო სამართალდამცველი ორგანოები – დელეგაციის წევრების უსაფრთხოებას.

ვიზიტის პროგრამა ჯერჯერობით არ არის გასაჯაროებული.

ღარიბაშვილი სომხეთს უკვე ორჯერ ესტუმრა: საქართველოს პრემიერის თანამდებობაზე ყოფნისას 2014 წელს და 2020 წელს - თავდაცვის მინისტრობისას. ორივე ვიზიტისას პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ თანამშრომლობის ყველა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს.

პრემიერის სტატუსით 2019 წელს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა.