უცხოეთი
რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი.რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აზერბაიჯანის მედიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა დაადასტურეს ორმხრივი სურვილი აზერბაიჯანის და რუსეთის ყოველმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

საუბრის დროს, პრეზიდენტები სხვადასხვა დონეზე შემდგომ კონტაქტებზე შეთანხმდნენ. სატელეფონო საუბრისას, ქვეყნების მეთაურებმა ერთმანეთს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანა პატივს სცემს განმათავისუფლებელი მებრძოლების ხსოვნას და მადლიერია ვეტერანებისა, რომლებმაც შეუდარებელი გმირობა და ერთგულება გამოავლინეს.

სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა.

1tv.ge