პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: სააკაშვილის მიერ ორგანიზებული ჩეჩნური ტერორისტული დაჯგუფება მე 2010 წელს აღმოვაჩინე

   2021 წლის 22 აპრილს ინგა გრიგოლიას ტელეგადაცემაში, საქართველოს სუს–ის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა - რომ პრეზიდენტსააკაშვილისდა იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილის მიერ საქართველოში შექმნილი ჩეჩნური ტერორისტული ჯგუფის შესახებ გახსნილი საქმის 30 ტომი თაროზემტვერება ქართული ოცნების“ ამჟამინდელ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე, მათ შორის - ძალოვან სტრუქტურებში დარჩენილი, სააკაშვილის დროინდელი ჩინოვნიკების წყალობით, რომლებიც მისი ერთგული დარჩნენ.

გოგაშვილმა პირობა დადო, რომ კიდევ უფრო შორს წავიდოდა და კონკრეტულ გვარებსაც დაასახელებდა, ამიტომ დღეს მინდა გავიხსენო ინფორმაცია, რომელიც მას დაეხმარება პასუხის გაცემაში მის კითხვებზე, მათ შორის – მთავარზე: რატომ დღემდე არ გადასცემია სასამართლოს ექს–პრეზიდენტისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის დიდი ხნის წინ გახსნილი საქმე ტერორიზმის ბრალდებით?

   ჩეჩნეთის ტერორისტულ ჯგუფს, რომლის შესახებაც გოგაშვილმა განაცხადა, 2010 წელს შემთხვევით წავაწყდი საქართველოში სააკაშვილი–მერაბიშვილის ინტერნეტ – დივერსანტების საქმიანობის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების დროს. ისეთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობას, როგორიც სუს–ს აქვს, მე კომპენსაცია გავუკეთე მრავალი ფაქტის გაანალიზებით, ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციასთან, მათ შორის WikiLeaks- ის მასალებთან, მათი შეჯერებით, აგრეთვე, კონტაქტებით უცხოეთში არსებულ სხვადასხვა კომპეტენტურ წყაროებთან, რომლებსაც ინფორმაციას ფლობდნენ საერთაშორისო ბანდიტური იატაკქვეშეთის, საზღვარგარეთული ჩეჩნური დიასპორისა და ტერორისტების შესახებ ჩრდილოეთ კავკასიიდან. სამაგიეროდ, უფრო ფართო თვალსაზრისით შევხედე სიტუაციას და დავინახე ასპექტები, რომლებიც სუს–ის გამომძიებლებისთვის მიუწვდომელი იყო, მაგალითად, ტერორისტული პროექტის იდეოლოგიური უზრუნველყოფა მედიის საშუალებით.

იმის შიშით (როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, არცთუ ფუჭად), რომ ხელს შემიშლიდნენ დაწყებული ჟურნალისტური გამოძიების დასრულებაში, მე მაშინვე გამოვაქვეყნე დამუშავებული მასალები. ერთ-ერთი პირველი იყო პუბლიკაცია „კამო გრიადეში, მიხეილ სააკაშვილი?!”, რომელიც 2010 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. მხოლოდ პუბლიკაციის ფრაგმენტს გავიხსენებ, რასაც მოჰყვა ჩემს წინააღმდეგ მუქარის ზვავი, კიბერშეტევები საქინფორმის საიტის გატეხვით და ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობებიც კი:

   „სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიაზე აქტიური მუშაობა გააჩაღა, რომლის მიზანიც, არც მეტი, არც ნაკლები, ჩრდილოეთ კავკასიაში, უწინარესად კი ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ინგუშეთში ვითარების დესტაბილიზაციაა. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ამჯერად, სავარაუდოდ, იჩქერიის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბრიგადის ყოფილი გენერალი აჰმედ ზაკაევი შეირჩა (იჩქერიის რესპუბლიკის კულტურის ყოფილი მინისტრი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, რომელიც 2001 წლიდან რფ-ის გენერალურმა პროკურატურამ ტერორიზმის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მკვლელობათა ორგანიზების ბრალდებით საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა და რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა).

   ძნელი არ არის მიხვდე, რა პერსპექტივებს უმზადებს შექმნილი ტანდემი „სააკაშვილი – ზაკაევი“ საქართველოსა და მთელ რეგიონს: 2009 წლის დეკემბერში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანთა ხელშეწყობითა და ქვეყნის პრეზიდენტის დავალებით, უმკაცრესი კონფიდენციალობის დაცვით, უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების ემისრებისა და კავკასიური იატაკქვეშა ბანდფორმირებების ლიდერთა მონაწილეობით თბილისში დახურული შეხვედრა გამართა ჯიჰადის მომხრეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფების წარმომადგენლებთან, რომლებიც სხვადასხვა ისლამურ და ევროპულ ქვეყანაში შეიქმნა, რათა რუსეთის სამხრეთ ფლანგზე თავისი საქმიანობის კოორდინირება მოეხდინა. ინფორმაცია ამ “კულტურული ღონისძიების” შესახებ „The Washington Times-შიც კი გამოქვეყნდა, აშშ-ის სენატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის - ჯეიმს ჯ. ჯატრასის სტატიაში თავსატეხი საქართველოსთვის და ამერიკის შეერთებული შტატების არჩევანი”.

ღონისძიებაზე მთელი კონტროლი დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვ. მერაბიშვილს და მის მოადგილე გ. ლორთქიფანიძეს. დასავლეთის საზოგადოებრიობისა და ქართული ოპოზიციის მხრიდან სააკაშვილის მისამართით სავარაუდო კრიტიკის თავიდან ასარიდებლად მერაბიშვილმა ყრილობის მუშაობაში არ დაუშვა საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან რადიკალური ორგანიზაციების წარმომადგენელთა და იორდანიის მოქალაქე ჩერქეზებისა და ჩეჩნების საქართველოში ჩამოყვანის საკითხების გადაჭრით პირადად იყო დაკავებული საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში (ქუვეითში, საუდის არაბეთში, კატარში, ომანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში) ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად თბილისში ჩამოვიდნენ უცხოეთში ჩეჩნური ბანდსტრუქტურების წარმომადგენლებიც - მ. ტარამოვი (ცუცაევი); მ. ჰაზბიევი, რომელიც უწინ ცნობილი ტერორისტის - მ. ევლოევ-თაზიევის გარემოცვაში იმყოფებოდა; რ. აბდურზაკოვი; ვ. აიგუმოვი და რამდენიმე ათეული დელეგატი ავსტრიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, აზერბაიჯანიდან და აშშ-დან. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებისთვის ბრძოლაში ფსონს ჩამოდის ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო შეიარაღებულ ბანდფორმირებებზე - შეურიგებელ ბოევიკებზე, რომელთა ლიდერიც ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს შექმნისკენ გეზაღებული დოკუ უმაროვია”.

   (ჩეჩნურ ბანდიატაკქვეშეთზე ფსონის ჩამოსვლა სააკაშვილის გამონაგონი არ არის – ჯერ კიდევ 2001 წელს ჩეჩენი საველე მეთაურის - რუსლან გილაევის “მაღალი ინტელექტითა და ინტელიგენტობით” მოხიბლულმა, ჭაღარა შევარდნაძემაც კი ვერ გაუძლო ცდუნებას: “თუ ეს ბოევიკი სოხუმს ვერ დაგვიბრუნებს, რუსებს მაინც დააწიოკებს!” - გულწრფელად სჯეროდა ბატონ ედუადს, როცა რუსლანს “ციმციმ” აცილებდა პანკისიდან კოდორის ხეობაში. რით დასრულდა ეს სამწუხარო ავანტიურა, ყველას ახსოვს, განსაკუთრებით კი კოდორის ხეობის ბუჩქებს, რომლებზეც გილაევის რაზმის ნაშთები ეკიდა... თავად მძიმედ დაჭრილმა გილაევმა მისთვის შევარდნაძის მიერ გამოგზავნილი შვეულმფრენით ძლივს გაასწრო).

   იმ შეხვედრის შემაჯამებელ შედეგად იქცა ერთობლივ   მოქმედებათა გეგმის შემუშავება, რომელიც დსთ-სა და დასავლეთის ქვეყნებში იატაკქვეშა ბანდფორმირებების გააქტიურებასა და, ასევე, აშშ-ისა და საქართველოს სპეცსამსახურების ეგიდით მათ ლიდერთა ძალისხმევის გაერთიანებას ითვალისწინებდა. “სამხედრო” მოქმედებებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იდეოლოგიურ ომს, მაგალითად - პირველი ინფორმაციული კავკასიური (ПИК) არხის რუსულ ენაზე ტრანსლაციას. იმ დროისთვის ახმეტის რეგიონში მებრძოლების საწვრთნელი ბანაკები უკვე აღდგენილი იყო, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისიდან აღარ ფუნქციონირებდა... ”.

   2012 წლის სექტემბერში კი ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განვაცხადე, რომ დოშუევი და სხვები მოკლეს იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს ივანიშვილის მკვლელობაზე. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ვერსია იყო. მე მოვყევი, რატომ ეკეკლუცებოდა სააკაშვილი ჩრდილოკავკასიელებს - ჯერ პანკისის ხეობაში შეიფარა და ყველანაირად დააკანონა, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, მათთვის შექმნა "საელჩო", ხიზრი ალდამოვის მეთაურობით, და ტელეკომპანია „ПИК“, სამუშაოდ გააფორმა შსს–ს ანტიტერორისტულ ცენტრში და სხვები - საიდუმლოდ შექმნილ ჩრდილოეთ კავკასიის განყოფილებაში. ჩამოურიგა საქართველოს შსსსოდკუდ–ს თანამშრომლების მოწმობები და შეაიარაღა, მაგრამ არა ტაბელური იარაღით. ასე, მაგალითად, მათ გადაეცათ რუსეთიდან საქართველოში იარაღის მაღაზიის მიერ შემოტანილი ახალი АПС (სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტები), რომლებიც ყალბი პირადობის მოწმობებით გაფორმდა არარსებული საქართველოს მოქალაქეების სახელზე. შემდეგ ამ მაღაზიის მეპატრონე დააპატიმრეს და გაათავისუფლეს, მხოლოდ მილიონი დოლარის ქრთამის აღებასა და მისი მაღაზიის სხვისთვის გადაფორმებას დასჯერდნენ.

   სააკაშვილმა ასევე გამართა არაერთი "კონფერენცია" საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიელთათვის, რომელიც დასრულდა ჩეჩნების, ინგუშებისა და ჩერქეზების "გენოციდების" აღიარებით. მაგრამ როდესაც 2012 წელს ივანიშვილი "კვალში ჩაუდგა", მან დაიწყო თავისი უკანონო საქმიანობის "კვალის წმენდა" - მოახდინა მის მიერვე შექმნილი ვითომდა დაღესტნიდან შემოსვლი ბოევიკების ტერორისტული ჯგყფის ვერაგულად განადგურება. სწორედ ამიტომ, ლაფანყურის ოპერაციის შემდეგ, ბოევიკების გვამებს "აღმოუჩინეს" შსს–ს მიერ ჩადებული სხვადასხვა მწარმოებლის იარაღი, რომლებიც მთაში არასდროს გამოუყენებიათ - არც ოფიციალური სპეცსტრუქტურებს და არც ბანდფორმირებებს. იარაღი უნაკაწრო იყო და არ იყო სრულად დაკომპლექტებული (იარაღს სასხლეტი არ ჰქონდათ, რაციებს მშენებლებისთვის – დანტენი და ისინი მხოლოდ არასრული 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ), და სხვ. ასევე, „საქართველოს ტერიტორიაზე ვითომდა მთებით შემოსულ ბოევიკებს ქართული წარმოების შოკოლადი "ბარამბო" აღმოუჩინეს!

   ამავე დროს, მის მიერ შექმნილი ჩეჩნური ტერორისტული ჯგუფის განადგურებით, სააკაშვილმა ქულები ჩაიწერა როგორც პუტინის, ასევე საქართველოს დასავლელი პარტნიორების წინაშე - აჩვენა, რომ ГРУ იტყუება და საქართველოში ბოევიკები არ არიან, ხოლო როდესაც ისინი აქ გამოჩნდებიან, მხოლოდ – რუსეთის ტერიტორიიდან, სადაც საქართველოსგან განსხვავებით, სრული არეულობაა და სააკაშვილის ხელისუფლება თურმე მათ ასე უმოწყალოდ უსწორდება! ამ დროს, როგორც მისმა ახლობელმა დამიდასტურა, სააკაშვილს პანიკურად ეშინოდა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების გასანადგურებლად ГРУ – სპეცრაზმს გამოაგზავნიდა.

   მეორე ვერსია, არანაკლებ რეალური: პანკისკის ხეობაში მცხოვრები ჩრდილოეთ კავკასიელი საქართველოს მოქალაქეებთან (ქისტები – ჩეჩნები არიან, პანკისის მკვიდრნი), მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ივანიშვილის ლიკვიდაციის თაობაზე, რაზეც მათხელი არ მოაწერეს- ან ზაქაევმა აუკრძალა, დაურეკა რა თავის ყოფილ მცველ დოშუევს, რომელიც სპეცოპერაციის დროს მოკლეს; ან სააკაშვილი-მერაბიშვილის ბოევიკებს საკმარისი ფული და გარანტიები არ შესთავაზეს; ანდა კავკასიური ეთიკის გამო - აქაოდა, ივანიშვილი პატივს სცემს ჩვენს ხალხს და მისი "გაგორება" - არა კავკასიურიაო! ამიტომ, ტერორისტებს, რომლებმაც უარი თქვეს ივანიშვილის მკვლელობაზე, რამე რომ არ დაცდენოდათ, სააკაშვილმა მათი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. ამბობენ, ვინც გადარჩა, ლიკვიდირებული იქნა წლების შემდეგ, თბილისში ჩატარებული ახმედ ჩატაევის დაჯგუფების დაკავების სპეცოპერაციისას ბერი გაბრიელ სალოსკის ქუჩაზე. ახმედ ზაკაევმა 2012 წლის 5 სექტემბერს, ივანიშვილის ტელეარხ "TV 9 -თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა: "მე ვიცი, რომ ბატონი დოშუევი არ ყოფილა რუსეთში! მე ვიცი, რომ ის საქართველოში ცხოვრობდა ბოლო ნახევარი წელიწადი! ამიტომ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ და რანაირად აღმოჩნდა იგი ამ ჯგუფში ... ჩვენ გვაქვს საკმარისი სახსრები საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი გამოძიების ჩასატარებლად ”.

   პირდაპირი ტელეეთერში ინგა გრიგოლიამ სოსო გოგაშვილს დაუსვა კითხვა: აქაოდა, რატომ აღძრა ბაჩო ახალაიამ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული დაჯგუფების შექმნის ფაქტზე თავისიანებისვე წინააღმდეგ?

ვპასუხობ: იმიტომ, რომ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ახალაიას დაუმალეს ტერორისტული დაჯგუფების შექმნის ფაქტი, რათა შემდგომში ჩეჩნები გამოეყენებინათ თავად ბაჩოსა და მისი ღვიძლი ძმის, დათას ლიკვიდაციისთვის. ძმები ახალაიები ფიგურირებდნენ წამებისა და მკვლელობების თითქმის ყველა სკანდალურ საქმეში, ნახევარი საქართველო ოცნებობდა მათზე შურისძიებაზე, ხოლო სააკაშვილი და მერაბიშვილი ამ სამარცხვინო ლაქას ჩამოირეცხავდნენ.

ასევე ვურჩევ სოსო გოგაშვილს, გაეცნოს ჩემი ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, რომელიც მოკლედ არის გადმოცემული 177 გვერდზე და ჩაწერილია 13 ფაილად, სადაც მოცემულია დოკუმენტური ინფორმაცია კონკრეტული ადამიანებისა და ორგანიზაციების შესახებ, მეთოდურად რომ ძირს უთხრიდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მიზანმიმართულად მოქმედებდნენ ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს მასალები ჩაჰბარდა საქართველოს მთავარ პროკურატურას - საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის სახელზე 2012 წლის 1 ნოემბერს (No 01/13 - 65928) და 2012 წლის 3 დეკემბერს (No 01/13 - 78050) , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სახელზე (No 01/78055). 2012 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩემს საგანგებო მიმართვაში ვატყობინებ, რომ ერთწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად (2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის დეკემბრამდე) გამოვლინდა რამდენიმე ათეული ბლოგერისგან, ჰაკერებისა და სამი ორგანიზაციისგან შემდგარი რუსულენოვანი ინტერნეტ-დივერსანტთა ჯგუფი, რომელიც მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილისა და მერაბიშვილის შსს–ს ყოფილი ხელმძღვანელობის დავალებით, რომელსაც კურირებდა ეროვნული უშიშროების საბჭო (მდივანი ბოკერია) და აფინანსებს მთავრობა მილიონობით დოლარის ოდენობით (პრემიერი გილაური) სახელმწიფო ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლიდან, მათ შორის, უშიშროების საბჭოს დახურული მუხლებიდან. ჯგუფის ყველა წევრს ჰქონდა შსს–სა და კუდ–ის თანამშრომლის მოწმობა; მათ შესახებ ჯერ კიდევ 2008 წლის 10 აგვისტოს წერდა აშშ ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი აშშის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ No 1353 საიდუმლო დეპეშაში. მე კი მათი ელექტრონული ფოსტის მისამართებში აღმოვაჩინე ცნობილი ჩეჩნების კონტაქტები, ასევე უამრავი ფოტო და ვიდეომასალა, სადაც სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბოკერიასა და გილაურის გარდა, ფიგურირებს კობა ხაბაზიც, რომელიც მაშინ თავისუფალ ზონას“ ხელმძღვანელობდა. დღემდე უამრავი მასალა შემომრჩა, თუმცა ინტერნეტ–ბმულების უმეტესობა უკვე "მკვდარია". სხვათა შორის, გოგაშვილისთვის საინტერესო იქნება შეიტყოს, რომ მე მივმართე მაშინდელ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, რათა შემემოწმებინა ის სააკაშვილი-მერაბიშვილის მხარეს იყო თუ არაფერი იცოდა, ისევე, როგორც ბაჩო ახალაიამ. აღმოჩნდა, რომ ადეიშვილმა ყველაფერი იცოდა! აი მაშინდელმა ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა კი, სიმართლე უნდა ითქვას, გულწრფელად სცადა ამის გარკვევა და წერილებს წერდა ყველა ინსტანციას.

ის, რომ დღეს ცოცხალი ვარ და ამ წერილს ვწერ, ძირითადად განპირობებულია საქართველოში აშშ-ს მაშინდელი ელჩის, ჯონ ბასის ჩარევით, რომელსაც 2012 წლის მარტში, ორიოდე ღია წერილის გარდა, DHL ფოსტის საშუალებით კონვერტით გავუგზავნე საელჩოში დეტალური ანალიტიკური ანგარიში მომხდარის შესახებ.

არ გამოვრიცხავ, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, მასთან ერთად შემოვლენ ტერორისტები ჩრდილოეთ კავკასიიდან, სააკაშვილის მეგობრობა ვაშინგტონში „აფხაზეთის გმირთან“, ჩერქეზ აქტივისტ იბრაჰიმ იაგანოვთან ჯეიმსტაუნის ფონდის სათაო ოფისში (იხ. ფოტოზე) ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა.

„საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 10 მაისი
საქართველო, თბილისი