პუბლიკაციები
საფლავების მოძულეები

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. სააკაშვილი და მისი არამზადები ძეგლების მოძულეები იყვნენ, ესენი კი საფლავების! გამყრელიძე მეორე წელია საფლავებზე არ გვიშვებს, ახლა კი გმირი წინაპრების საფლავზეც არ გვიშვებს ვიღაც პადოშიანი სუსელი! ზურაბიშვილს კი საერთოდ - უცნობი ჯარისკაცის ძეგლის აღება სურს! აქ არაფერ შუაშია არც კომუნისტური იდეოლოგია და არც კოვიდი - თაობებს შორის კავშირის გაწყვეტა სურთ, უფროს თაობებსა და ახალგაზრდებს შორის! უფესვოდ კი - წინაპრების, ბებია-ბაბუების ხსოვნის, სიამაყისა და სიყვარულის, თავმოყვარეობის, უფლისა და ისტორიის გარეშე - დარჩენილი ახალგაზრდების წაქცევა-დამონება ძალიან ადვილია! აი, თურმე, რატომ წაგვართვეს მამის სახელი და ეროვნების გრაფა საბუთებში!

ამერიკელი, ფრანგი, გერმანელი - ყველა! - თავიანთ გმირებს პატივს სცემენ - ცოცხლებს ეფერებიან, გარდაცვლილების საფლავებს უვლიან, ჩვენ კიდევ, რამდენიმე ასეულ ცოცხალ ლეგენდას ორდენების ტარებას ვუკრძალავთ - კომუნისტური სიმბოლიკაა! 5 მაისს - აღდგომის მერე საფლავებზე გასვლის პირველ დაშვებულ დღეს - მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ავედი - კაციშვილი არ დამხვდა! მერე კუკიაზე ვიყავი. ტანკთან - იქაც არავინ, თანაც, საფლავები საშინლად მოუვლელი დამხვდა... ანუ, ეს ტრადიციაც გაგვიბათილეს - წინაპრების ხსოვნა, წინაპრების პატივისცემა, ეს ტკბილი ტკივილი - ყველაფერი! მალე გამყრელიძის ბრძანებით კრემატორიუმს შემოიღებენ, ალბათ, "კოვიდი რომ არ გავრცლდეს", სასაფლაოებზე კი ცოტა ხანში კორპუსებს ააშენებინებენ თურქებს... გასცემენ ბრძანებას, ისევ პოლიცია დადგება, როგორც აღდგომაზე... რაზეა საერთოდ ლაპარაკი?! სტალინის ძეგლი ყანაში, ცხვირით მიწაში გვიგდია! და ამის მერე ჩვენ ქართველები და მართლმადიდებლები ვართ?! სამაგიეროდ, მათი ხატი - ხატიაა, სახატე - რუსთავის ციხის 224 საკანია, სადაც მელიასთან, როგორც მექაში – ჰაჯით, დადიოდნენ! და სანამ გამყრელიძის მყრალი სიცრუით საზოგადოება ვაქსერებად და ანტივაქსერებად არის გაყოფილი, სანამ ვიღაც ჭანჭიკი სულ–ხანა გმირების პატივისცემას გვიკრძალავს, თურქული ვარსკლავისა და ნახევარმთვარის აჩრდილი საქართველოს საბოლოოდ ფარავს...

არჩილ წერეთელი