საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და პარტიების - „დაშნაკცუტუნისა“ და „აღორძინებული სომხეთის“ ლიდერებმა იშხან საღატელიანმა და ვაგე აკოპიანმა საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს, რომლითაც ისინი ივნისში დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიღებენ მონაწილეობას.
„ჩვენ კვლავ გადავაქცევთ ქვეყანას მშენებლობად. ყოველწლიურად ათობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნა ჩვენი პრიორიტეტული ამოცანაა. გაქრება ბიზნესისადმი ზიზღი, ყველაფერი გაკეთდება მცირე და საშუალო ბიზნესის გასავითარებლად. მთავარი ამოცანაა ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება“ ,- განაცხადა ქოჩარიანმა.
ახალი საარჩევნო ბლოკის სახელწოდებაა „სომხეთი“. ამ დროისთვის ექსპრეზიდენტის მომხრეები ერევანში მრავალათასიან მიტინგს მართავენ.
interpressnews.ge