როგორც საქინფორმს „ქართული პარტიის“ პრესსამსახურში განუცხადეს, ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარე წლის 9 მაისს კახეთის რეგიონიდან დაიწყება და მთელ საქართველოს მოიცავს.
„აქციებს პერმანენტული ხასიათი არ ექნება. ჩვენი პარტიის ლიდერები საპროტესტო აქციებს კახეთის რეგიონიდან დაიწყებენ და ისინი ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება, მათ შორის, დედაქალაქშიც. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ მოგაწვდით. ამ წუთებში ლიდერები თათბირობენ და აქციებთან დაკავშირებული გეგმები მოგვიანებით გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, – აცხადებენ „ქართული პარტიის“ პრესსამსახურში.სხვა საკითხია, რამდენად ორგანიზებული იქნება „ქართული პარტია“ და რა ფორმებს მიიღებს პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რადიკალურად წოდებულმა პარტიამ აქციების დაწყების თარიღად 9 მაისის გამოცხადებით „სახალხო რადიკალებს“ დაასწრო და 12 დღით „დაწინაურდა“.
საინტერესოა, რომელი მათგანის მიერ დაგეგმილი საპროტესტო ტალღა იქნება უფრო ეფექტური და რომელი მათგანი შეძლებს ხალხის აყოლიებას, რომელს ექნება მეტი რეიტინგი და მოიტანს თუ არა რაიმე შედეგს რომელიმეს მიერ დაგეგმილი აქციები? ამას ყველაფერს მსგავსი ღონისძიებების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები – ორგანიზების დონე და მიმართულების სისწორე, გვიჩვენებს. საზოგადოებას ამ ყველაფრის შეფასებისა და ანალიზის საშუალება სწორედ 9 მაისიდან შეეძლება.