უცხოეთი
სერგეი ლავროვი - რუსეთი მოწოდებულია უზრუნველყოს სომხეთის უსაფრთხოება

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, კრემლი მოწოდებულია უზრუნველყოს მისი მოკავშირის - სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება. ამის შესახებ მან სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან ერევანში გამართული შეხვედრისას განაცხადა.

„მოწოდებული ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი მოკავშირის - სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება. ამაში არ შეიძლება რაიმე ეჭვი არსებობდეს. რა თქმა უნდა, ჩვენი სამშვიდობო კონტინგენტი გააგრძელებს ძალისხმევას მთიან ყარაბაღში. ჩვენი სამშვიდობოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოგვარდეს დარჩენილი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ზუსტი კონტაქტის ხაზის განსაზღვრასთან, ურთიერთსასარგებლო შეთანხმებების გზით. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია დემარკაცია შესაძლებელი გახდება ყველა ამ ნაბიჯის შესრულებისთანავე“, - განაცხადა ლავროვმა.

interpressnews.ge