საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 074 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 648 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 912, პისიარტესტით –11 736.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,85 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,33 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,27 პროცენტი.
ქვეყანაში სულ აცრილია – 47 949 ადამიანი, დღიურად აცრილია – 2 564.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 315 913 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 296 532 გამოჯანმრთელდა, 4 207 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 289 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 744 პირი.
ამასთან, 4 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 206 პაციენტი გამოჯანმრთელდა.