საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. „მთელი თურქეთი, პრეზიდენტი ერდოღანის ჩათვლით, ჩინური ვაქცინით აიცრა, მაგრამ ინფიცირებულების რიცხვმა დღეში 60 ათასს რომ გადააჭარბა, რუსულ ვაქცინაზე გადავიდა!
ერთხელ "Sputnik V" -ით აცრილს, შემდგომში შეუძლია აიცრას მსოფლიოში არსებული ვაქცინებიდან ნებისმიერით, ხოლო, მაგალითად, ვაქცინა Pfizer–ით აცრილი, იძულებულია მომავალშიც მუდმივად იმავე ვაქცინით იცრებოდეს! ანუ სიცოცხლის ბოლომდე pfizer-დამოკიდებული ხდება - დამოკიდებული ხდება "Pfizer" - ის მწარმოებლებზე.
აფთიაქებში ნახევარი წამლები რუსულია - ეს, თურმე, შეიძლება, და ვაქცინა რატომ არ შეიძლება?! რა, ვაქცინა წამალი არ არის?
შემოიტანეთ რუსული ვაქცინა, ან კერძო წესით შემოგვატანინეთ - ადამიანები, რომლითაც უნდათ, იმით აიცრებიან! რატომ წაართვით ხალხს არჩევანის უფლება?!
რუსული ვაქცინით მთელი საქართველო ერთ კვირაში აიცრება - სუპერმარკეტებში, მეტროში, პოლიკლინიკებში, რესტორნებში, სახლებში და ქუჩებში, რადგანაც რუსულ ვაქცინებს გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. სხვაგვარად კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა საქართველოში გამორიცხულია, პატარ-პატარა პარტიებით ნაჩუქარი ვაქცინებით იმუნიზაციის პროცესი მეორედ მოსვლამდე გაგრძელდება!
მსოფლიოში სულ რაღაც 10-დე ვაქცინა არსებობს, მაგრამ ქართველმა ექიმებმა არ იციან - რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან!
აიცერით მკვდარი ჩვილებისა და მაიმუნების სისხლზე დამზადებული ვაქცინით! დანარჩენები წყნარად ვიცხოვრებთ...
რატომ ერთხელაც არ უხსენებია გამყრელიძეს მიტინგები ხალხმრავალ შეკრებებს შორის? ნაცების ეშინია, თუ თვითონაა ნაცი?
ქელეხა გამყრელიძეს ხალხმრავალ შეკრებებში ერთხელაც არ უხსენებია კონცერტები, სპექტაკლები, გამოფენები, სეირნობები…
ჭყონიამ და გამყრელიძემ დაიწყონ დილა კოკა-კოლით! კოკა-კოლის დალევა საერთოდ არ შეიძლება, მითუმეტეს - უზმოზე! რატომ აქამდე არ აკრძალა სუს-მა მავნე რეკლამა გლავკანალზე?! თუ ხალხის ჯანმრთელობა უკვე უსაფრთხოებისთვის გამოწვევას არ წარმოადგენს?!
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენდირექტორი პირბადეების და ტესტების ბიზნესშია ჩაფლული!
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს ერთიანი პროტოკოლი დღემდე არ გააჩნია.
რატომ არ ყიდიან აფთიაქები წამლებს პირდაპირ დაკლებულ ფასში და ფასდაკლების ბარათები მოიგონეს, სადაც ჩვენი საიდუმლო მონაცემებია დაფიქსირებული - პირადი ნომერი, სახელი-გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.? ან პირდაპირ პირადი ნომრის საფუძველზე გვიკლებენ ფასს?! რატომ უნდა ფლობდეს სააფთიაქო ქსელი, რომლის ნათლიმამა გამყრელიძეა, ჩვენზე მეორე საინფორმაციო ბაზას, შსს-ს რომ აქვს?! იმიტომ ხომ არა, რომ გამყრელიძე-ფაუჩი-გეიტსებმა ჩვენ მიერ შეძენილი წამლების საფუძველზე იცოდნენ - ვის რა დაავადება გვჭირს მათი ექსპერიმენტების გამო?! რა საიდუმლო პროტოკოლზე აქვს ხელი მოწერილი ლუგარის ლაბორატორიის შეფ გამყრელიძეს, მის მოადგილე იმნაძეს ერთხელ რომ წამოცდა - "არ მათქმევინოთო"?!
ქუჩაში გაზიან წყალს ერთი ჭიქიდან ვსვამდით და ჯანმრთელები ვიყავით! დღეს პირბადით გვძინავს და მუშტებით ვესალმებით, მაინც ვკვდებით...
რომელი აფხაზეთის დამბრუნებლები ვართ ქართველები?! ერთ გამყრელიძეს ვერ მოვუარეთ, ხატზე და მშობლების საფლავებზე რომ გვიფურთხებს! ბენზინი რომ ძვირდება, მიტინგებს ვაწყობთ! მშობლების და შვილების საფლავებზე მეორე აღდგომაა არ გვიშვებენ დაფეხებზე გვკიდია!
მიწა იყავ და მიწად იქეცი! შეიძლება მართლმადიდებლის დაკრძალვა პარკში, რომელიც მიწაში 200 წელი არ იშლება?! რას გვეტყვი, ცოცხლად გამყრელო?!
სიცრუით აყროლებულმა გამყრელიძემ - მეორე წელია ყოველდღე ტელევიზორში რომ გვატყუებს! - ჩინური ვაქცინა რეგისტრაციაში გაატარა - 2 მლნ $ დაგვიჯდაო! ტყუილი! ეს 100 000 დოზა ჩინეთის საელჩომ გვაჩუქა! და გასულ წელს ფეისბუქში რომ დავწერე - იქნებ, ჩინურ საელჩოს მივმართოთ, ვაქცინის შემომტანები მაინც არ ხართ! - არაო, ჩინეთი რუსეთის მოკავშირეა და ჩინური ყველაფერი უვარგისიაო! - მიპასუხეს...
მისმა უმყრალესობა გამყრელიძემ სასაფლაოებზე სუფთა ჰაერზე 4 მაისამდე არ შეგვიშვა! და მერე 5 მაისს ყველა ერთად რომ მიაწყდება, არაუშავს?!
ათი ოპოზიცია ვერ მიაყენებდა "ოცნების" იმიჯს იმხელა დარტყმას, რაც ერთმა გამყრელიძემ მიაყენა! მეორე წელია - არც წმინდა ცეცხლის დახვედრა და არც მიცვალებულების ხსენება სასაფლაოზე! მყრალსახიანმა გამყრელიძემ ლიბერასტების ოცნება შეასრულა!
კოვიდი არ კლავს, კლავს გამყრელიძე - საერთაშორისო მაფიის ემისარი! სად არის 17 მლნ $ 2020 წელს ფაიზერის საყიდლად "გადარიცხული"?!
გამყრელიძე და მედუდუკე ქალი გაბუნია კოვიდ-პასპორტებს გაყიდიან - გაყოფენ ადამიანებს თეთრ ბატონებად და შავ უუფლებო მონებად!
კოვიდგადატანილის აცრა სიკვდილის ტოლფასია, ახალციხეში მომხდარმა ტრაგედიამ ეს დაადასტურა! არსად მსოფლიოში კოვიდგადატანილებს არ ცრიან! მაშ, საიდან იცის გამყრალაძემ - რამდენმა გადავიტანეთ უსიმპტომოდ, აცრას რომ გვაძალებს?!
გამყრელიძემ საქართველო გაწირა და რუსული ვაქცინა არ შემოგვატანინა, რადგანაც რუსებისგან ატკატს ვერ მოითხოვდა!
გამყრალიძემ, სასაფლაოზეც ქეიფი რომ ელანდება, აღდგომა წაგვართვა - მიცვალებულების პატივისცემა, რომლებიც, ქრისტეს მსგავსად, აღდგებიან!
სააკაშვილმა მშობლიური საფლავები აფხაზეთში წაგვართვა, მყრალმა გამყრელიძემ - თბილისში და დანარჩენ საქართველოში!“. - დაწერა თავის Facebook-გვერდზე „საქინფორმი“-ს მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, რომელიც სუს-ს მიმართავს - საქართველოში რატომ დღემდე არ არის აღძრული ინფექციონისტთა საქმე? იქნებ, ქართველ „ჩეკისტებს“ ლუგარის ლაბორატორიაში არ უშვებენ?!