საზოგადოება
მორიგი ცვლილება სატელეფონო ქსელში

tell4 ივნისიდან საქართველოს ფიქსირებული სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრები შეიცვლება. თბილისში იმოქმედებს შვიდციფრიანი სააბონენტო ნომრები, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ქალაქებში ექვსციფრიანი სააბონენტო ნომრები ამოქმედდება. მოქმედ სააბონენტო ნომრებს წინ დაემატება ციფრი 2, დანარჩენი ციფრები კი უცვლელი დარჩება.

ნუმერაციის ახალ სისტემაზე მობილური ოპერატორები 20 ივნისიდან გადავლენ. შეიცვლება მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელების ნუმერაცია და მობილურ სააბონენტო ნომერს პირველ ციფრად დაემატება 5.