საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.551-ით გაიზარდა

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.551 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 918 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო-ზემო სვანეთი - 130, აჭარა - 121, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 69, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 35, გურია - 32, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 878 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 288.816-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 17 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.077-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 14.482 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.780 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 2.101, აჭარაში - 435, იმერეთში - 415.

732 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 156 პირი, მათგან თბილისში – 107, აჭარაში - 11, იმერეთში - 9. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 707 ადამიანი, მათ შორის 373 - თბილისში, 306 - აჭარაში. 9.995 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 221 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 3.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29.888 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20.133 პირი, აჭარაში - 2.634, იმერეთში - 1.720.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.551-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 307.401-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.