სამართალი
საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება ხვალ, 29 აპრილს იწყება, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 29-30 აპრილს 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო 1 მაისს — 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.
კანონით განსაზღვრული წესით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა დაწესებულებაში ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 2 მაისს ზეიმობს.