უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 პაციენტი გარდაიცვალა

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 18 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 214 064 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს დღემდე 4 058 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 195 701-ია.

interpressnews.ge