რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „GEORGIA“ პოლიტიკური ტურბულენტობის ზონაში შევიდა, ანუ სამი ირაკლი - მეფე, პრემიერი და თავმჯდომარე

     სსრ კავშირის დროიდან მოყოლებული საქართველო მმართველობის ეტაპებით ცხოვრობდა - მჟავანაძის, შევარდნაძის, პატიაშვილის, ისევ შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის. გამსახურდია მხოლოდ ერთი იყო, ამიტომ მის მართველობას ეტაპს ვერ ვუწოდებთ, უფრო ეპიზოდს. ხოლო პრეზიდენტები მარგველაშვილი და ზურაბიშვილი ისტორიაში დარჩებიან ივანიშვილის ეტაპის მეორეხარისხოვან ფიგურებად. მაგრამ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ლაინერი „GEORGIA“ პოლიტიკური ტურბულენტობის ზონაში შევიდა, რომლის დასასრული ღრუბლებში არ ჩანს. სტაბილურობის არარსებობის პირობებში, პირველ და მეორე პილოტებს უფრო მაგრად უნდა ეკავოთ შტურვალი და მიიღონ სიტუაციური არასტანდარტული, ინსტრუქციით გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილებები.

პილოტები - პრემიერი ღარიბაშვილი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე კობახიძე - კოლექტიური ივანიშვილია, რომლიც ამ თანამდებობებს ითავსებდა. სწორედ მათ მოუწევთ საქართველოს მობილური მართვა, პოლიტიკური ნებითა და მაქსიმალურ კრეატიულობით უამრავი რთული პრობლემის გადაჭრა: კორონავირუსი, ეკონომიკური კრიზისი და უმწვავესი ინფლაცია, ოპოზიციის საბოტაჟი და დასავლელი პარტნიორების მოთხოვნები - არ შეავიწროვონ ოპოზიცია და გაატარონ დემოკრატიული რეფორმები ევროატლანტიკური სტანდარტების შესაბამისად. ამას ემატება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ძველი და ახალი პრობლემები, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია დავით გარეჯის ფაქტორის გათვალისწინებით, უცნაური ურთიერთობები რუსეთთან, რომელთანაც დიალოგი, პირდაპირი ავიარეისები და დიპურთიერთობები არ არის, სამაგიეროდ, არის სავიზო რეჟიმი, ვაჭრობა და საავტომობილო მიმოსვლა.

უმაღლესი პილოტაჟია დღეს აუცილებელი რუსეთსა და დასავლეთს შორის ლავირებისას, რომ არ დავუშვათ საქართველოში მოვლენების უკრაინიზაცია. „GEORGIA”-მ გვერდი უნდა აუაროს ჭექა–ქუხილის ფრონტს რუსეთსა და დასავლეთს შორის, რათა, ერთის მხრივ, შეინარჩუნოს რუსული ხორბლი, ფულადი გზავნილები და რუსი ტურისტები; მეორე მხრივ, არ დაკარგოს უვიზო რეჟიმი შენგენზონასთან და ლეგალური დასაქმების ნებართვა. და რაც მთავარია, არ დაკარგოს არც თუ ადვილად მიღწეული დასავლეთის ნდობა, რომ საქართველოს ხელისუფლება არის კონსტრუქციული და სტაბილურად პროდასავლური, ხოლო გაერთიანებული ოპოზიცია - დესტრუქციული, ჭრელი და პრორუსული, რომელთა შორისაც არიან რადიკალები (სააკაშვილი, ბოკერია, ნათელაშვილი) და ჩვეულებრივი მარგინალები - შედარებით ადექვატური პუბლიკა, რომელიც დათანხმდა პარლამენტში შესვლაზე. დაარწმუნო დასავლეთი, რომ ოპოზიცია არის ანტიდასავლური, მიშადამოკიდებული და კრიმინალური, უფრო მეტიც - დაშალოს ეს ოპოზიცია ცუდებად და უარესებად, განა ეს არ არის უმაღლესი პოლიტიკური პილოტაჟი?!

   ამიტომაც საქართველოში უკვე აღარავის სჯერა ”პოლიტოლოგების” - თითო პოლიტიკოსზე თითო რომ მოდის! მოვლენები იმდენად სწრაფად და არაორდინალურად ვითარდება, რომ ქართველი პროქტოპოლიტოლოგები მუდმივად ცდებიან! ამიტომ ისინი იძულებით გადაიქცნენ ტელეკომენტატორებად, რომლებიც “პროგნოზებს“ უკანა ხიცხვით - უკვე მომხდარი მოვლენების შესახებ აკეთებენ! სამაგიოერდ, მათი ნიშა ტელეწამყვანებმა დაიკავეს, თუმცა, ჭორებით მოვაჭრენი ჩამორჩნენ დროს, რადგან ჭიპი აქვთ მოჭრილი მხოლოდ პროპაგანდასა და აგიტაციაში, ანაზღაურებადი შეკვეთების შესრულებაში და სკანდალების აგორებაში, ხოლო პერსპექტივის ანალიზი და პროგნოზები აჭარბებს ქართველი ტელემეტიჩრების ინპოტენციურ შესაძლებლობებს.

   უახლესი მაგალითია პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძის ვიცე-სპიკერის პოსტზე "მოულოდნელი" გადასვლა, რომელიც ანალიტებმა წარმოადგინეს როგორც "ქართული ოცნების" სრული დაშლისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს. თუმცა არსებობს გაცილებით რეალისტური ინტერპრეტაცია: პილოტები ღარიბაშვილი და კობახიძე, რომლებიც ლაინერ „GEORGIA”–ს ტურბულენტობის ზონაში მართავენ და იღებენ მობილურ გადაწყვეტილებებს, ამზადებენ თალაკვაძის წარდგენას თბილისის მერობის კანდიდატად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - კალაძის ნაცვლად, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუ ეს ასეა, მაშინ ქართული ოცნებისგენერალური მდივნის პოსტიკალაძისგან თალაკვაძეს გადაეცემა, რომელიც უკვე დიდი ხანია ასრულებს მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარო სახის როლს, თანაც, კალაძეზე ბევრად უფრო აქტიურად.

არსებობს მეორე მოტივიც - ტურბულენტობის ზონაში, პარლამენტის თავმჯდომარე ზოგჯერ იძულებული იქნება მიიღოს მოქნილი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ხელისუფლების დეკლარირებულ პოზიციას და კანონსაც კი (მაგალითად, ციხიდან ვითომდა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელთაგან ერთი ახალარჩეული პარლამენტარი და ოპოზიციის ლიდერია). მაგრამ "ქართული ოცნების" სახე თალაკვაძე, მიუხედავად მისი კორექტული პოლიტიკოსის იმიჯისა, საკუთარი ღირსების გრძნობით, ვერ შეძლებს "ახლებურად ამღერებას", როგორც ეს ჩვევია ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობას. აი პარლამენტის ახალი ხელმძღვანელ კუჭავას კი არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება თავისი წარსული განცხადებების გამო, რადგან ისინი არავინ ახსოვს მათი არარსებობის გამო. ამიტომ, როდესაც კუჭავას მოუწევს ნეიტრალურად აჰყვეს ოპოზიციას, ვადამდელი არჩევნების გამოცხადებაც კი, ამას არავინ აღიქვამს როგორც თანაპარტიელების ღალატს!

ვინძლო უარესიც მოხდეს - ევროატლანტიკურ კურსით მავალი ლაინერი „GEORGIAსაჰაერო ორმოებსაც წააწყდება და ჭექა–ქუხილსაც, რომლის დასაძლევადაც პილოტებს არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის ვირტუოზული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. ამას უკარნახებთ არა პროქტიპოლიტოლოგები და ოპოზიციური უკანაწამყვანები, არამედ ყველაზე მწვავე პრობლემები - როგორ გამოკვებონ ქართველი ხალხი და განკურნონ ისინი კორონავირუსისგან. ამ პობლემების გადაწყვეტილებებისთვის შესაძლოა დიდ საშველად იქცეს რუსი ტურისტები და რუსული ვაქცინა, მაგრამ რამდენად კმაყოფილი დარჩებიან უმაღლესი პოლიტიკური პილოტაჟის ამ ფიგურებით ბიზნეს–კლასის VIP– მგზავრები, ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. მაგალითად: სასტუმროებისა და რესტორნების მეპატრონეების უკიდურესი უკმაყოფილების მიუხედავად, უპრიანია თურქეთთან პრაქტიკულად არარსებული საზღვრის დაკეტვა, ასევე ინდოეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტა. თურქეთი და ინდოეთი მსოფლიო ლიდერები არიან როგორც COVID-19– ის გავრცელებით, ასევე საქართველოში მიგრანტთა რაოდენობით! ამ ქვეყნების მოქალაქეთა დიდი რაოდენობა მუდმივად ჩამოდის საქართველოში, ნაწილი კი აქ მუდმივად ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ყოველდღიურად დაახლოებით 60 ათასამდე ინფიცირებულია, ხოლო ინდოეთში - დაახლოებით 350 ათასი! ამავდროულად, საქართველოში ძალიან ცოტაა ტრადიციული "ruso turisto obliko morale", თუმცა რუსეთში უკვე დიდი ანია ინფიცირებულთა რიცხვდღეში 8 ათას 500-ღააჭარბებს და ეს მაჩვენებელი მუდმივად იკლებს. "მადლობა" ამისათვის საქართველოს ოპოზიციას, რომელმაც უზრუნველყო მაქსიმალურად არახელსაყრელი რეჟიმის პროვოცირება რუსი ტურისტებისთვის - დისკომფორტი პირდაპირი ავიამიმოსვლის არარსებობის გამო და მორალური დისკომფორტი ცნობილი მოვლენების გამო. ოპოზიციახელს არ აძლევს საქართველო-თურქეთის გამჭვირვალე საზღვრის დაკეტვაც, რადგან სააკაშვილი დაბრუნებას სწორედ სარფის გავლით აპირებს!

P.S.

   მოქალაქეებო, მგზავრებო, შეიკარით ღვედები! ხომალდის ეკიპაჟი ყველას ბედნიერ ფრენას გისურვებთ! გვირგვინოსანმა ირაკლი მეორემ, "GEORGIA"-გადასარჩენად, კურსი ჩრდილოეთისკენ აიღო, მისმა სეხნიებმა - ღარიბაშვილმა და კობახიძემ - დასავლური კურსი აირჩიეს, როგორც ეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერებმა 100 წლის წინ გააკეთეს. მთავარია, რომ ამჯერად ლაინერი "GEORGIA" რბილად დაეშვას. რომელიმე მხარეს გადახრის გარეშე...

„საქინფორმი-ს მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 27 აპრილი
საქართველო, თბილისი