საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4534 ლარი გახდა

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4534 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4534 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.4464 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1765 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 4.1529 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0236 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.