უცხოეთი
საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 22 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 213 469 შემთხვევაა დადასტურებული.
სომხეთში დღემდე ვირუსს 4 040 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 194 900-ია.
interpressnews.ge