უცხოეთი
რუსეთში კორონავირუსის 8 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 356 ადამიანი გარდაიცვალა

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 8 803 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 771 372-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 356 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 108 588-მდე გაიზარდა.

რუსეთში, ვირუსისგან 4 394 639 ადამიანი განიკურნა.

კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

interpressnews.ge