პუბლიკაციები
რას ნიშნავს პოლონეთისთვის პუტინის დათქმა ვარშავის ხელშეკრულებაზე - გიორგი სტურუა

   დღეს, როდესაც ამერიკელები ტოვებენ ევროპას, თამაშის წესების ახალი განსაზღვრის საჭიროება აქტუალური ხდება. მათ შორის არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ ვარშავისთვისაც. მაგალითად, ბეატა კემპა, ევროპარლამენტის წევრი,, პოლონეთის მმართველი სამართლისა და სამართლიანობის პარტიის წევრი (PiS), ვარაუდობს, რომ უკრაინაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში კიევში უკიდურესი მემარჯვენეების პოლიტიკოსები გაძლიერდებიან, რომლებსაც სჯერათ, რომ "პოლონეთის ხუთი რაიონი უნდა ეკუთვნოდეს უკრაინას”. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართვაში ა.წ. 21 აპრილს, ხაზგასმული იყო ორი მნიშვნელოვანი თემა პოლონეთისთვის. პირველი ფრაზა იყო, რომ ”ისინი უმიზეზოდ ერჩიან რუსეთს ხან ისე და ხან ასე. და რა თქმა უნდა, მათ გარშემო მაშინვე, როგორც შერხანის გარშემო, ყველანაირი პატარა ტაბაკები ტრიალებენ, ყველანი, კიპლინგის მსგავსად, იძახიან თავიანთი ხელმწიფის საამებლად. კიპლინგი დიდი მწერალი იყო ”. მეორეც, ის ფაქტი, რომ პუტინმა თითქმის გააკეთა დათქმა და თითქმის ”კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას” უწოდა ”ვარშავის პაქტის ორგანიზაცია”, მაგრამ შეცბა სიტყვა ”ვარშავაზე" და დროულად გამოასწორა. გაიგეს კი პოლონეთში, რას ნიშნავს ეს, თუ არა? კი და არა. ვარშავა დღეს ცდილობს გაარკვიოს, რისი გაკეთება შეუძლია ამ სიტუაციაში, როდესაც ევროპაში გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება. იგი შეშფოთებულია გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პოლიტიკური ანდერძით, რომელმაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებისადმი ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ გერმანიამ მკაცრი კურსი აიღო" ჩრდილოეთ ნაკადის" (Nord Stream 2) პროექტის განსახორციელებლად. პოლონეთისთვის ეს ნიშნავს, რომ ბერლინი და მოსკოვი შეთანხმდნენ უფლებამოსილების განაწილებაზე პოსტსაბჭოთა სივრცესა და, შესაძლოა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართ. მეორე -- მეტად მნიშვნელოვანია ვარშავისთვის იმ კონტექსტში, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ის ცდილობდა ეპოვა თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის როლი, როგორც მესამე ძალის, რაც განსხვავდება გერმანული და რუსული გავლენისგან. ტრამპის ადმინისტრაციის დროს ვარშავას ჰქონდა იმედი, რომ ამერიკელები რეგიონს მიხედავენ, ხოლო ბაიდენის მმართველობის პირობებში ეს ნაკლებად შესაძლებელია. ამდენად, ეს ნიშნავს, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა ხდება არასტაბილური სივრცე, რომელსაც შეუძლია გარდაიქმნას ამა თუ იმ მიმართულებით, ასევე განიცადოს ტერიტორიული ცვლილებები. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ეს რეგიონი არ იყო გეოპოლიტიკური სუბიექტი, და მე-20 საუკუნიდან წარმოადგენდა ვენის კონგრესის მონაწილეებს შორის გასათამაშებელ საგანს, რომელსაც, შემდგომ შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატები. 1918-1939 წლებში ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპა არაერთგზის ეცადა ეპოვა თავისი სუბიექტურობა საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთსა და, ნაკლებად, სსრკ-ს შორის. ომის შემდგომ პერიოდში, 1945 წლიდან 1991 წლამდე, შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის, 1991 წლის შემდეგ დღემდე, ევროკავშირს, შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის. როდესაც რუსეთის პრეზიდენტი იხსენებს "დიდ მწერალს" კიპლინგს, ის მიანიშნებს, რომ ამჟამად, ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპას აქტიურად" ათამაშებს" ლონდონი. ეს მოგვაგონებს 1938-1939 წლების ისტორიულ ალუზიებს, როდესაც ბრიტანელებმა,რათა თავიანთი კუნძულებიდან გერმანიის ყურადღება გადაეტანათ ამ რეგიონზე, ჩაითრიეს იგი კონფლიქტში, რასაც საბოლოოდ კონტინენტური ომი მოჰყვა, რომელიც, პირველ რიგში, დასრულდა ბერლინის დამარცხებით, და მეორე, შეერთებული შტატების ჩართვით ევროპულ პრობლემებში, რამაც აიძულა ამერიკელები, მარშალის გეგმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი რესურსები გაეღოთ მეორე მსოფლიო ომში განადგურებული ევროპული ქვეყნების აღსადგენად და ასაღორძინებლად.

შეერთებულმა შტატებმა ახლა შეცვალა თავისი ორიენტირები. დღეს ჩინეთი ხდება მათი მთავარი კონკურენტი,რაც იწვევს ამერიკული ხარჯების მინიმიზებას ევროპის მიმართულებით. აქედან გამომდინარეობს საკითხი ვარშავის პაქტის შესახებ. როგორც პოლონელი ანალიტიკოსი მარეკ ბუძიში აღნიშნავს, ”ვლადიმერ პუტინმა ასევე გააკეთა მნიშვნელოვანი დათქმა, როდესაც ის საუბრობდა უსაფრთხოების სისტემის შესახებ ჩვენს რეგიონში, როდესაც მან ისაუბრა იმ ქვეყნებზე, რომლებიც ვარშავის პაქტის ნაწილი იყო. პუტინმა დაუყოვნებლივ გამოასწორა თავისი ნათქვამი და საუბარი დაიწყო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაზე - რუსეთის მიერ შექმნილ სამხედრო ბლოკზე. სინამდვილეში, რუსეთს არ სჭირდება და არც სურს დაბრუნდეს წინა პერიოდის კონფიგურაციაში, როდესაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის ზონები არსებობდა. მაგრამ სიტუაციაში, როდესაც ამერიკელები ტოვებენ ევროპას, თამაშის წესების ახალი განსაზღვრის აუცილებლობა აქტუალური ხდება. მათ შორის, არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ ვარშავისთვისაც. დროა ვიკითხოთ, რას ფიქრობს ვარშავა უკრაინის ამჟამინდელ კრიზისზე? მართალია, როგორც ჩანს, პოლონეთი სერიოზულად შეშფოთებულია კიევის პრობლემებით. პოლონეთის გლეხთა პარტიის (PSL) დეპუტატი ვლადისლავ ბარტოშევსკი თვლის, რომ ”ამჟამინდელი მთავრობის მხრიდან არ ჩანს აშკარა დიპლომატიური, პოლიტიკური ან სხვა სახის ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად". ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვარშავა ფიქრობს აღმოსავლეთის მეზობლის სახელმწიფოებრიობის დაშლის ვარიანტებზე, რაზეც ვარშავას რეაგირება მოუწევს. ეს უკრაინაშიც კი ესმით. როდესაც ლვოვის მერი ანდრეი სადოვოი, უკრაინაში აშშ-ის დროებითი რწმუნებულთან ქრისტინა ქვინთან შეხვედრისას, სთხოვს ვაშინგტონს დახმარებას ქალაქის "ტერიტორიული თავდაცვის" ორგანიზებაში, ლოგიკური ხდება კითხვა, ვისგან აპირებენ თავის დაცვას ლვოვის მაცხოვრებლები? რუსეთისგან? მაგრამ ის შორს არის, ხოლო პოლონეთი ახლოსაა. ასევე აშკარაა, რომ პოლონეთის საზოგადოება აღფრთოვანებული იქნება ლვოვის სამშობლოში დაბრუნებით, რაც გაზრდის პოლონეთის კანონისა და სამართლიანობის პარტიის გავლენებს. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ვიფიქროთ ახალ ვარშავის პაქტზე, ვინაიდან უკრაინის საკითხი აუცილებლად შეეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. ვარშავას კიდევ ერთი ალტერნატიული ვარიანტი აქვს, როგორც ომის წინა წლებში, "დიდი მწერლის", კიპლინგის ქვეყანაზე ორიენტირება. ამასთან, პოლონელ პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ იმ დროს ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ დიდმა ბრიტანეთმა პოლონეთი გაწირა. დღეს, როდესაც ვარშავას სურს იყოს რეგიონის გეოპოლიტიკური თამაშის სუბიექტი და არა ობიექტი, ძველი შეცდომების გამეორება იქნება დამღუპველი.

გიორგი სტურუა - სპეციალურად საქინფორმი“-სთვის
2021 წლის 23 აპრილი