საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 21 აპრილის განცხადებით, უწყების ხელმძღვანელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალ მოადგილედ პროფესიით იურისტი გრიგოლ გიორგაძე დანიშნა. გიორგაძემ ამ პოსტზე რატი ბრეგაძე შეცვალა, რომელიც 1 აპრილს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.
სამინისტროს ცნობით, გრიგოლ გიორგაძე უწყებაში იურიდიულ და ადამიანური რესურსების დეპარტამენტებს, ასევე სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) გაუწევს კურატორობას.
ამავე ინფრომაციით, გრიგოლ გიორგაძე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და ამავე სამინისტროს საპარლამენტო მდივანი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე; სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. ამასთან, იგი სხვადასხვა უნივერსტიტეტში აკადემიური საქმიანობითაც არის დაკავებული.