საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 632 პაციენტი

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 632 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 241 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 446, „პისიარ“-ტესტით – 12 795.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,33% ბოლო 14 დღის – 3,38%, ბოლო შვიდი დღის – 4,16%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 299 038 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 282 869 გამოჯანმრთელდა, 3 971 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია 31 911 პირი, დღიურად აცრილია – 892.

კარანტინის რეჟიმშია 249, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 363 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 575 პირი.

ამასთან, 20 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი.