სამართალი
გიორგი ვაშაძე - „ნაცმოძრაობა“ რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან რადიკალური კომენტარების ავტორები, ძალიან მაინტერესებს

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. „ნაცმოძრაობა“ რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან რადიკალური კომენტარების ავტორები, ძალიან მაინტერესებს, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„ნაცმოძრაობა“ რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან რადიკალური კომენტარების და განცხადებების გამკეთებელი ადამიანები ძალიან მაინტერესებს“, – წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს გიორგი ვაშაძემ ხელი მოაწერა.